ახალი ამბები

ავღანეთში გახსნილ ორივე უბანზე არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ მოიგო

28 ნოემბერი, 2018 • 3344
ავღანეთში გახსნილ ორივე უბანზე არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ მოიგო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ავღანეთში დისლოცირებული ქართველი ჯარისკაცებისთვის გახსნილ ორივე საარჩევნო უბანზე გაერთაინებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა.

N1 ბაგრამის საარჩევნო უბანზე 366-მა ამომრჩეველმა ხმა მისცა ვაშაძეს, ხოლო 316-მა – “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.

N2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანზე კი გრიგოლ ვაშაძემ 86 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 46.

საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეებისთვის კენჭისყრა 26 ნოემბერს ჩატარდა, ხოლო ხმები დღეს დაითვალა.

აღსანიშნავია, რომ განსხვავებული შედეგები იყო ავღანეთში გახსნილ უბნებზე არჩევნების პირველ ტურში. მაშინ ორივე უბანზე სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

ავღანეთში გახსნილი საარჩევნო უბნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო

მასალების გადაბეჭდვის წესი