ახალი ამბებიხელოვნება

ლიტერატურულ პრემია “საბას” საპრიზო ფონდი გაიზარდა

1 თებერვალი, 2019 • 2638
ლიტერატურულ პრემია “საბას” საპრიზო ფონდი გაიზარდა

თიბისი ბანკი, რომელიც ლიტერატურული კონკურსის, “საბას” დამფუძნებელია, აცხადებს, რომ პრემიის  საპრიზო ფონდი გაიზარდა და გამარჯვებული ავტორები 9 ნომინაციაში 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარს მიიღებენ.

ნომინაციაშილიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვისსაპრიზო თანხა 8 000 ლარი იყო, თუმცა ახლა 10 000 ლარი იქნება.

კონკურსზე წიგნების წარდგენა ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ.  ფინალისტების  ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, ხოლო სექტემბერში დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 10 ნომინაციაში გამოავლენს:

  1. საუკეთესო რომანი
  2. საუკეთესო პოეტური კრებული
  3. საუკეთესო პროზაული კრებული
  4. საუკეთესო პიესა
  5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
  7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
  9. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი
  10. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი