ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2023 წლის ფინალისტები ცნობილია

14 ივლისი, 2023 • 1438
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2023 წლის ფინალისტები ცნობილია

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2023 წლის ფინალისტები ცნობილია.

წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი ოცდამეერთედ გამოაცხადა და გამომცემლებმა და ავტორებმა 230 წიგნი წარმოადგინეს, ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

  • ირაკლი არიშვილი – „დასაწყისის დასასრული“
  • ოთარ ბიწაძე – „სადღაც ჩაძირული გემებია“
  • გოდე გორგილაძე – „რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“
  • ელზა გურგენიძე – „ზაოდი“
  • გიო ზედვაკელი – „არავითარი პოეზია“
  • ირაკლი მაჩიტაძე – „სიკვდილის ლურჯი ეკრანი“
  • ეკა მახარაშვილი – „ახალი ძველი ამბები“
  • გოგა ქობალია – „ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად“
  • ანუკი შატაკიშვილი – „წუთით კოსმოსში“
  • ანა ჯავახიშვილი – „სარდაფის ცოლები“
  • ელზა ჯავახიშვილი – „საგზალი“
  • გიორგი ჯამბურია (მთარგმნელი)- ჰაინერ მიულერის „პიესები“

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:

  • ნანა აბულაძე – „ორივე სქესი“
  • გუგა მგელაძე -„განგაშის პოეზია“
  • საბა მეტრეველი – „ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა – პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე“
  • ოთარ ჯირკვალიშვილი – „კრიტიკულ-ანალიტიკური წერილები“

წლის საუკეთესო პიესა:

  • თამარ ბართაია – „შავ-თეთრი“
  • ვალერი ოთხოზორია – „წმინდა ნაწილები“
  • ეკატერინე ტოგონიძე – „ექვსი ნოეს კიდობანი“
  • ბესო ხვედელიძე – „მარი ხუანით“
  • ბასა ჯანიკაშვილი – „ვთამაშობთ „გამზრდელს““

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

  • გიორგი აბდუშელიშვილი – „სხვა ავღანური დღიური“
  • ლევან ბერძენიშვილი – „1921-1990 (ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი)“
  • თეიმურაზ დოიაშვილი და ნათია სიხარულიძე – „გალაკტიონი უცენზუროდ“
  • რატი მუჯირი – „მონებს სამოთხეში არ უშვებენ“

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

  • ლუკა ბაქანიძე – „რომელი ხარ სარდაფსა შინა“
  • ნინო თარხნიშვილი – „სიცოცხლის დაზღვევა“

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

  • ირმა ბერიძე – „კაცმა დარეკა“
  • ქეთი გზირიშვილი – „ახსნა“
  • თემურ ელიავა – „ყვავების ფოსტა“
  • ნინი ელიაშვილი – „სხვა სახელი მოუხდებოდა“
  • ნატო ინგოროყვა – „ისმის ჩემი ხმა?“
  • ზაზა კოშკაძე – „ამ ლექსის ბოლოს შენ იტირებ“
  • ნიკა ლაშხია – „არ დაელოდო ანგელოზებს“
  • სოსო მეშველიანი – „მწერი ქარვაში“
  • დათო ქარდავა – „მეორადი ჰომეროსი“

წლის საუკეთესო რომანი:

  • ზაზა ბურჭულაძე – „ვარდის სურნელი“
  • რატი რატიანი – „რომეო იცინოდა“
  • ივა ფეზუაშვილი – „მასკარაფონე“
  • თამარ ფოლადაშვილი – „ძვლების წიგნი“
  • თამრი ფხაკაძე – „ჩვენ, თურმელები“
  • ზურა ჯიშკარიანი – „სწრაფი, ღამისიერი“

„უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, აგვისტოში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

„საბა“ 2023-ის დაჯილდოების ცერემონიალი სექტემბერში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი