ახალი ამბები

„საბას“ 2022 წლის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

22 ივლისი, 2022 •
„საბას“ 2022 წლის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

ლიტერატურული პრემია “საბას” 2022 წლის ფინალისტების ვინაობა ცნობილია. ჟიური, რომელმაც 227 წიგნი განიხილა, საუკეთესო წიგნებს 9 ნომინაციაში გამოავლენს.

“საბას” 2022 წლის ფინალისტები არიან:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

  1. თემო რეხვიაშვილი, „კურიერის ამბები“ (სულაკაურის გამომცემლობა);
  2. კოკა ქამუშაძე, „ბალა(ნ)და” (სულაკაურის გამომცემლობა;
  3. მაგდა კალანდაძე, „მეორე ოთახი“ (დიოგენე);
  4. მინდია არაბული, „ყოველი ამბის დასასრული“ (დიოგენე);
  5. მარიამ გურგენიშვილი, „მარგალიტები“ (პალიტრა L);
  6. ლელა კურტანიძე, „მელატონინი“ (ინტელექტი);
  7. გიორგი კახიშვილი, სოფოკლეს „ტრაქისელი ქალები“ (ლოგოსი);
  8. თორნიკე სიბაშვილი, „დეტექტივი“ (კალმოსანი);
  9. დავით ჯიშკარიანი, „ბუცები და ტყავის ჩექმა“ (ზიარი)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

  1. ზაზა აბზიანიძე, „ალექსანდრე ყაზბეგი“ (პეგასი);
  2. ნუგეშა გაგნიძე, „ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე“ (არტანუჯი);
  3. მაკა ლდოკონენი, „რა ვიკითხოთ ერთად“ (ინტელექტი);
  4. დავით მაზიაშვილი, „შექსპირის პოსტმოდერნიზმი“ (24 საათი)

წლის საუკეთესო პიესა

  1. თამარ ბართაია, „Zoia. Guest House. ზოია. საოჯახო სასტუმრო.“ (ჟურნალი „პირველი სხივი“ #2);
  2. მანანა დოიაშვილი, „მეცამეტე თვე“ (ჟურნალი „პირველი სხივი“ #2);
  3. ბასა ჯანიკაშვილი, „ნინოს ბედნიერება“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

  1. ლანა ღოღობერიძე, „ვისთვის გალობს შაშვი“ (სულაკაურის გამომცემლობა);
  2. რუსუდან გორგილაძე, „დიქტატურის გემო“ (სეზან ფაბლიშინგი);
  3. გაგა ნახუცრიშვილი, „კინო „ყაზბეგი““ (ინტელექტი);
  4. მალხაზ ხარბედია, „წიგნის ნადიმები – ესეები ლიტერატურულ გასტრონომიაზე“ (ვაზი);
  5. გიორგი ჭეიშვილი, „ტფილისის ღამის რაინდები (ძველი თბილისის კრიმინალური ქრონიკა)“ (არტანუჯი)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

  1. ბესო სოლომანაშვილი, „სხვისი კინო“ (სულაკაურის გამომცემლობა);
  2. რატი რატიანი (ნინო სურამელაშვილი), „მკვლელობა სადგურის უბანში“ (პალიტრა L);
  3. დათია ბადალაშვილი, „ლეკვების სამოთხე“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

  1. ლია სტურუა, „ვაგრძელებ თამაშს?!“ (ინტელექტი);
  2. ლელა სამნიაშვილი, „ავირეკლოთ“ (ინტელექტი);
  3. პაატა შამუგია, „არგადარჩენა“ (ინტელექტი);
  4. ეთერ თათარაიძე, „ალალ იყვიდ, უშურო“ (უნივერსალი);
  5. ნიკა ჯორჯანელი, „ნეტფლიქსი“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო);
  6. ბექა ახალაია, „მგელი მაჯაზე“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო რომანი

  1. არჩილ ქიქოძე, „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ (სულაკაურის გამომცემლობა);
  2. ირმა ტაველიძე, „ბნელ წყლებში“ (დიოგენე);
  3. გიორგი ხარაიშვილი, „ბნელია გზა – პირველყოფილი წყვდიადი“ (პალიტრა L);
  4. ილია ჭანტურია, „გემი დავლანდე“ (არტანუჯი)

რაც შეეხება დარჩენილ ორ ნომინაციას: “საბას” თანახმად, “უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის” ნომინაციის ფინალისტების ვინაობა აგვისტოში გამოცხადდება, ხოლო ნომინაციაში “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის” გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

წელს ლიტეარტურული პრემიისთვის საიუბილეო თარიღია — კონკურსი მეოცედ გამოცხადდა.

ორგანიზატორთა თქმით, დაარსების დღიდან “საბამ” 4500-ზე მეტი წიგნი განიხილა, 200-მდე პრემია გასცა და 150-ზე მეტი ავტორი დააჯილდოვა (მათგან არაერთი ავტორი დაჯილდოვდა მინიმუმ 2-ჯერ და მეტჯერ).

მასალების გადაბეჭდვის წესი