ახალი ამბები

როგორ აფასებს მოსახლეობა პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს – NDI

30 იანვარი, 2019 • 1245
როგორ აფასებს მოსახლეობა პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს – NDI

NDI-ის კვლევით, გამოკითხული მოქალაქეების უმეტესობა სალომე ზურაბიშვილის მოღვაწეობას პრეზიდენტის პოსტზე ნაწილობრივ დადებითად აფასებს.

2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, გამოკითხულთა 41% მთავრობის საქმიანობას კარგად, ხოლო 37% ცუდად აფასებს. 2018 წლის მარტის მონაცემებით, გამოკითხულთა 42% აფასებთა მთავრობის საქმიანობას დადებითად, ხოლო 36%- უარყოფითად. NDI-ის კვლევის მიხედვით, თბილისში გამოკითხულთა 60% მიიჩნევს, რომ მთავრობა ცუდად მუშაობს. მთავრობის საქმიანობას ყველაზე დადებითად უმცირესობათა დასახლებებში გამოკითხული მოქალაქეები აფასებენ.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 71% მიიჩნევს, რომ პარლამენტი მეტწილად პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ პარლამენტი იმას გააკეთბს, რასაც პარტია ეტყვის და ის მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავს. მიუხედავად ამისა, ამავე კვლევით, პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას 38% კარგად აფასებს, ხოლო 24%- ცუდად.

  • ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC–საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 2.1 პროცენტს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი