ზაზა სარალიძე კლინიკაში გადაიყვანეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილით კლინიკაში გადაიყვანეს.

ზაზა სარალიძეს კლინიკაში მისი თანამებრძოლი, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი გაჰყვა.

როგორც ნეტგაზეთს მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, ზაზა სარალიძეს შაქარმა აუწია და შეუძლოდ გახდა, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, სარალიძეს გადასხმები გაუკეთეს და ამ დროისთვის უკვე კლინიკას ტოვებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.