ახალი ამბები

ზაზა სარალიძის თქმით, ღარიბაშვილის კრიტიკის გამო ემუქრებიან

30 ნოემბერი, 2021 • 2132
ზაზა სარალიძის თქმით, ღარიბაშვილის კრიტიკის გამო ემუქრებიან

ზაზა სარალიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის გამო ემუქრებიან. სარალიძის თქმით, მუქარის შემცველი შეტყობინებები მას შემდეგ მიიღო, რაც ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის არასწორი მართვის გამო გააკრიტიკა და შეაგინა.

ამის შესახებ ზაზა სარალიზემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა. სარალიძე და მისი უფლებადამცვლი აცხადებენ, რომ მუქარისა და შეურაცხმყოფელი მესიჯების უკან ღარიბაშვილის გარემოცვა დგას. ნესტან ლონდარიძის თქმით, ერთ-ერთი წერილი სარალიძემ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავისგანაც მიიღო:

“დღეს კიდევ ერთი ბიძა დავასაფლავე, ჩემი გამზრდელი ბიძა, რის გამოც დაიმსახურა ღარიბაშვილმა ჩემი შეურაცხყოფა და დაიმსახურებს ყოველთვის. რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება დღეში კოვიდით, ეს არის პირდაპირ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა. ღარიბაშვილი არის ერთი დიდი ოჯახის ხელმძღვანელი. როცა ხელმძღვანელის დაუდევრობით ადამიანი კვდება, ვის კისერზეა? ეს არის, რა თქმა უნდა, ოჯახის უფროსის კისერზე.

ძალიან ბევრი ნათესავი დავკარგე, მამიდაშვლი დავკარდე, ბევრი ადამიანი დავკარგე, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება ღარიბაშვილის მიმართ და იმის მაგივრად, ჩემთვის ეკითხათ, რა მოხდა, ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებითა და რაღაცებით მემუქრებიან. ესენი არიან არანორმალურები აბსოლუტურად ყველა”, – ამბობს ზაზა სარალიძე გადაცემაში „რეაქცია“.

როგორც სარალიძის უფლებადამცველი ნესტან ლონდარიძე ამბობს, მუქარის შემცველი წერილების გამო პროკურატურას მიმართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი