ბარნოვზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე პრიმა 109- ე მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ  განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თავდაპირველად შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა მოგივანებით ბრალდებულს ბრალი დაუმძიმა.

შემთხვევა 13 აპრილს თბილისში,  ბარნოვის ქუჩაზე მოხდა. შსს-ს განცხადებით, ბრალდებული, მოკლულის ყოფილი მამინაცვალია. ის 14 აპრილს თელეთში დააკავეს .

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.