შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 4 ადამიანი დააკავეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრზე, თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე.
აქედან ერთი ადამიანი ძალადობის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსით), ხოლო სამი — წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით (ადმინისტრაციული წესით).
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ჩარკვიანს და მის მეუღლეს სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო დაესხნენ თავს.
შსს-ის ცნობითვე, თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
“თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს”, — წერს შსს.