პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი უკრაინის ომზე და ევროკავშრიში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების საკითხზე გაფართოებული სხდომის მოწვევას ითხოვს.
პარლამენტის სხდომაზე ჩარკვიანი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრ მიხეილ ყაველაშვილს, რომელმაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის „რუსული საქმის გამკეთებელს“ შეაგინა.
„ჩვენ ახლა მოვისმინეთ ბატონი ყაველაშვილის გამოსვლა, რომელმაც ისე აგინა საკუთარ დედას, ისე აგინა, რომ გაოცებული ვარ. მომაგონდა მამაჩემის ერთი ფუნაგორია, გარდაცვლილ ადამიანს უთხრა, ძალიან ცუდ კაცს: კიდევ გეტყვი ბერჯერ, ბევრჯერ, კიდევ გაგიმეორებ, მე შენ დედას ვერ გაგინებ, შენისთანა რომ არ გაჩნდეს მეორე… ოღონდ იქ სხვა სიტყვა იყო, რომელსაც მე ჩემს თავს ვერ ვაკადრე, ის ასაკში იყო და შეეძლო… ასე რომ, საკუთარი დედების მოკითხვას კი ნუ მოვისმენთ უმრავლესობიდან, ეს ოთახში გააკეთონ მათი მამების თანდასწრებით. თქვე საცოდავებო, დღეს ევროკავშირის გარეშე მართლა ქვეყანა არ დატოვოთ, თორემ გადაგივლით ხალხი“, — მიმართა თაკო ჩარკვიანმა ხელისუფლებას.