ახალი ამბები

“სტრატეგია აღმაშენებელი” და თაკო ჩარკვიანი საპარლამენტო ბოიკოტს უერთდებიან

7 თებერვალი, 2023 • 819
“სტრატეგია აღმაშენებელი” და თაკო ჩარკვიანი საპარლამენტო ბოიკოტს უერთდებიან

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” და დამოუკიდებელი დეპუტატი თაკო ჩარკიანი საპარლამენტო ბოიკოტს უერთდებიან.

ამის შესახებ პარტიის წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ დღეს, 7 თებერვალს, განაცხადა.

მისი თქმით, მათთვის ეს იძულებითი ნაბიჯია, რადგან “ქართული ოცნება” თანამშრომლობის სივრცეს არ ტოვებს.

მანჯგალაძის თქმით, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან არ იქნება კოორდიანაცია საერთო სამოქმედო გეგმაზე, მათი პარტია ისე იმოქმედებს, როგორც საჭიროდ ჩათვლის.

ამასთან, პაატა მანჯგალაძის თქმით, პარტია მანდატებს არ ტოვებს, რადგან ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ის ყოველთვის მომხრე იყო, რომ ქუჩაში პროტესტი გააქტიურებულიყო და ამიტომ მიესალმება ენმ-ის გადაწყვეტილებას და თავადაც უერთდება.

მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების მოთხოვნა, საპალრამენტო ბოიკოტი გამოაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციამაც.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი