ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში თალიბანის ხელისუფლებასთან რეგიონულ უსაფრთხოებაზე ისაუბრეს

9 თებერვალი, 2023 • 1165
სოხუმში თალიბანის ხელისუფლებასთან რეგიონულ უსაფრთხოებაზე ისაუბრეს

“რუსეთში აკრედიტირებული ავღანეთის საელჩოს დელეგაცია სოხუმში ჩამოვიდა რეგიონული უსაფრთხოების, ავღანეთში ჰუმანიტარულ სიტუაციაზე და აფხაზეთთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე სამსჯელოდ ” – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, მხარეებს შორის დიალოგის გაფართოების მიზნით აფხაზეთის დელეგაცია ქაბულში ჩავა.

“თალიბანი”, რომელმაც 20-წლიანი ომის შემდეგ დაამხო დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლება, ფორმალურად არცერთი ქვეყანა აღიარებს.

იმის მიუხედავად, რომ ავღანეთში “თალიბანის” ხელისუფლებას ოფიციალურად არც რუსეთი აღიარებს, რუსეთის საელჩო ჯერაც მოქმედებს ავღანეთის დედაქალაქში და პირიქით – ავღანეთის საელჩო რუსეთში.

ასევე, ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფმა “თალიბანმა” ხელი მოაწერა დროებით შეთანხმებას რუსეთთან, რომელიც ამ უკანასკნელისგან ბენზინის, დიზელის, გაზისა და ხორბლის ყიდვას ითვალისწინებს

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.