ახალი ამბები

ავღანეთში გახსნილი საარჩევნო უბნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო

29 ოქტომბერი, 2018 •
ავღანეთში გახსნილი საარჩევნო უბნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო

ცესკოს წინასწარი მონაცემით, ავღანეთში, მაზარი შარიფის საარჩევნო უბანზე 132 ხმიდან სალომე ზურაბიშვილმა – 63, გრიგოლ ვაშაძემ კი – 45 ხმა მიიღო.

რაც შეეხება ბაგრამის საარჩევნო უბანს, 742 ხმიდან 334 სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, ხოლო 216 – გრიგოლ ვაშაძემ.

ავღანეთის ორ საარჩევნო უბანზე (N1 ბაგრამის საარჩევნო უბანი „ბაგრამის საავიაციო ბაზა” და N2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი „ბაზა მარმალი”) კენჭისყრის პროცედურა 25 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნებში  საზღვარგარეთ დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეები, საერთო ჯამში, ორივე სამხედრო ბაზაზე რეგისტრირებული 875 ამომრჩეველი მონაწილეობდა.

იმავე დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავღანეთში ჩატარებულ არჩევნებში “ძალა ერთობაშიას” კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. ცესკო-მ, თავის მხრივ, ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის კონვერტები, სადაც მოთავსებულია ბიულეტენები, დაილუქა და  შედეგების დათვლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ გაიმართებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი