ახალი ამბები

ავღანეთში მიწისძვრას 2000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

9 ოქტომბერი, 2023 • 1312
ავღანეთში მიწისძვრას 2000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში მიწისძვრას 2000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია  თალიბანზე დაყრდნობით ავრცელებს. მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა შესახებ ბოლო ინფორმაცია თალიბანმა კვირას, 8 ოქტომბერს, გაავრცელა.

6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ავღანეთის დასავლეთ ნაწილში, ჰერატის პროვინციაში, შაბათს, 7 ოქტომბერს მოხდა.

თალიბანის სპიკერის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაშავდა 1000-ზე მეტი ადამიანი და მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრეულია 1320 სახლი, ასევე არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლი შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი