ახალი ამბები

გვარამია, როგორხაარ? – სოფო კილაძე

28 ნოემბერი, 2018 • 3428
გვარამია, როგორხაარ? – სოფო კილაძე

“გვარამია, როგორხაარ?”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საპრეზიდენტო არჩევნების II ტურის ეგზიტპოლის შედეგებს.

როგორც რ2-ის, ასევე იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.

“ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შედეგები გამარჯვებად შეაფასა და მოსახლეობას მადლობა გადაუხადა, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს და მოსახლეობას აქციების დაწყებისაკენ მოუწოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით.

ვაშაძე – 45%, ზურაბიშვილი – 55% – “რუსთავი 2-ის” ეგზიტპოლის შედეგი

ზურაბიშვილი 58%; ვაშაძე 42 % – “იმედის” ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემები

მასალების გადაბეჭდვის წესი