ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის 18:00 საათის შედეგების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ ხმების 42% მიიღო, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა – 58%.
“იმედმა” ეგზიტპოლის ჩატარება დაუკვეთა კვლევით ორგანიზაცია Gallup International-ს. სახელის მსგავსების მიუხედავად, ამ ორგანიზაციას კავშირი არ აქვს 1935 წელს დაფუძნებულ ამერიკულ კვლევით ორგანიზაცია Gallup-თან.
“იმედის” დაკვეთით Gallup International-ისთვის დაკვეთილი ეგზიტპოლის საველე სამუშაოები საქართველოში შეასრულა კომპანიამ ACT-იმ. იმედის ცნობით, 20:00 საათის მონაცემებს ცოტა ხანში გამოაქვეყნებენ.
თუ “იმედის” ეგზიტპოლი დაემთხვა ცესკოს საბოლოო შედეგებს, საქართველოს პრეზიდენტი გახდება სალომე ზურაბიშვილი.
იმედის ცნობით, გამოიკითხა 10 204 ამომრჩეველი, ცდომილება 2 პროცენტია.