ახალი ამბები

სოფიო კილაძე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად აირჩიეს

24 ნოემბერი, 2020 • 2874
სოფიო კილაძე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაეროში საქართველოს ელჩმა, კახა იმნაძემ გაავრცელა.

იმნაძე კილაძეს არჩევას ულოცავს, ქვეყნებს კი, რომლებმაც მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, მადლობას უხდის.

სოფიო კილაძის წარდგენას გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში აკრიტიკებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. NGO-ების ნაწილი აცხადებდა, რომ საქართველომ კომიტეტის წევრობის კანდიდატად პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაეროს რეკომენდაციების უგულებელყოფით შეარჩია.

ვრცლად წაიკითხეთ:

NGO-ები კილაძის წინააღმდეგ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი