“ბაბუას სხეულის 65%-იანი დამწვრობა აქვს, შვილს – 55%” – აფეთქება ფონიჭალაში

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. დამწვრობის ცენტრის დირქტორის, გუგა ქაშიბაძის თქმით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მას 65 % სხეულის თერმული დამწვრობა აქვს. რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, ექიმი ამბობს, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია.

“სამივე ერთი ოჯახის წარმომადგენელია, ბაბუა, შვილი და შვილიშვილი. შვილს 55% სხეულის თერმული დამწვრობა აქვს, შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს შვილიშვილის შემთხვევაში, 6 წლის გოგოს მხოლოდ სახე და ხელის მტევნები აქვს დამწვარი. მათი მდგომარეობა სტაბილურია,” – აცხადებს ექიმი.

ზემო ფონიჭალის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 15 ნოემბერს, დილით მოხდა, რომელიც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.