თბილისში, ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მეხანძრე-მაშველებმა ქალისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ცხედრები აღმოაჩინეს.
მაშველები აფეთქების ადგილას დედა-შვილს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაღუპულები პროზექტურაში გადაასვენეს.
ზემო ფონიჭალის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დილით მოხდა, რომელიც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია. რამდენიმე დაშავებულები საავადმყოფოშია გადაყვანილი.