ახალი ამბები

კორპუსის ნანგრევებში მაშველებმა ქალისა და ბავშვის ცხედრები იპოვეს

15 ნოემბერი, 2018 • 2497
კორპუსის ნანგრევებში მაშველებმა ქალისა და ბავშვის ცხედრები იპოვეს

თბილისში, ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მეხანძრე-მაშველებმა ქალისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ცხედრები აღმოაჩინეს.

მაშველები აფეთქების ადგილას დედა-შვილს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაღუპულები პროზექტურაში გადაასვენეს.

ზემო ფონიჭალის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დილით მოხდა, რომელიც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია. რამდენიმე დაშავებულები საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი