ფეისბუკის 10 რჩევა ყალბი ამბების ამოსაცნობად ქართულ ენაზე

ფეისბუკმა გამოაქვეყნა 10-ნაბიჯიანი გზამკვლევი ყალბი ამბების წინააღმდეგ, რაც ქართულ ენაზეცაა ხელმისაწვდომი. სოციალურ ქსელს უკვე დიდი ხანია, ყალბ ამბებთან ბრძოლაში უმოქმედობისთვის აკრიტიკებენ. ფეისბუკის დამაარსებელ მარკ ზაკერბერგს, როდესაც აშშ-ის კონგრესის წინაშეც წარდგა, ამ საკითხზეც მოუწია განმარტებების გაკეთება;

ფეისბუკს ხშირად აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ საკმარისად სწრაფად ვერ უმკლავდება დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს; გამოცემა New York Times-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მიანმარის ხელისუფლებამ მუსლიმი ეთნიკური უმცირესობის, როჰინჯების წინააღმდეგ გენოციდი განახორციელა ფეისბუკზე დეზინფორმაციის სისტემური კამპანიის მეშვეობით. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ფეისბუკმა გააუქმა მილიონიანი გამომწერი გვერდები;

ფეისბუკი ახლა ცდილობს, აუდიტორია უკეთ ჰყავდეს ინფორმირებული ყალბი სიახლეების შესახებ.

ნახეთ სქრინშოტები ყალბი ამბების წინააღმდეგ შემუშავებული გზამკვლევიდან “ნეტგაზეთზე”:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.