ახალი ამბები

მიმდინარე წელს ოჯახში ძალადობაში 16 პოლიციელი ამხილეს – შსს

9 ოქტომბერი, 2018 • 1441
მიმდინარე წელს ოჯახში ძალადობაში 16 პოლიციელი ამხილეს – შსს

შსს-ს ინფორმაციით, უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში ოჯახში ძალადობაში 16 პოლიციელი ამხილეს. აღნიშნული პირების მიმართ, რომელთა მიმართ (გამოძიების პარალელურად) გამოყენებული იყო დისციპლინური სახდელი, მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნა

გარდა ამისა, 2018 წლის ინფორმაციით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი 8 პოლიციელს დაეკისრა. როგორც შსს განმარტავს, რომ გამკაცრდა პოლიტიკა უწყების იმ თანამშრომელთა მიმართ, რომლებიც ოჯახში ძალადობაში არიან მხილებული ან ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირებას ახდენენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი