ახალი ამბები

ზაზა სარალიძე კლინიკაში რჩება

12 სექტემბერი, 2018 • 1642
ზაზა სარალიძე კლინიკაში რჩება

ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში რჩება. ნეტგაზეთს კლინიკიდან მოსწერეს, რომ მას სისხლში შაქრის შემცველობა აქვს მომატებული.

“პაციენტთან მიმდინარეობს კორექცია, ამ დროისათვის მდგომარეობა არის სტაბილური, თუმცა საჭიროებს დამატებით გამოკვლევებს და მონიტორინგს დინამიკაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პაციენტი რჩება კლინიკაში”, – აცხადებენ კლინიკაში.

ზაზა სარალიძე 11 სექტემბერს, ღამით, რუსთაველზე მიმდდინარე აქციის დროს, პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ გახდა ცუდად. მან გონება დაკარგა. სარალიძის მხარდამჭერები რუსთაველზე საწვიმარი კარვის გაშლას აპირებდნენ, რისი საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა. სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი