“სუპერმენის” ჰენრი კავილი ნეტფლიქსის “მხედვარში” მთავარ როლს შეასრულებს

ნეტფლიქსი ფენტეზის პოლონელი ავტორის, ანჯეი საპკოვსკის “მხედვარის” ახალ ეკრანიზაციას იღებს.

“მხედვარის” მთავარ როლს — ურჩხულებთან მებრძოლ გერალტ რივიელს — სუპერმენის ვარსკვლავი ჰენრი კავილი შეასრულებს.

“მხედვარი” ფენტეზის ჟანრის რომანების სერიაა — საკულტო წიგნი, რომლის მიხედვითაც პოპულარული ვიდეოთამაშებიცაა შექმნილი.

ჰენრი კავილი სუპერმენის როლს ასრულებდა. რეჟისორ ზაკ სნაიდერის “ფოლადის კაცში” (2013) და მის სიქველებში,“ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ” (2016) და “სამართლიანობის ლიგაში”.

ეპიკური სერიალის 8-სერიიანი I სეზონი უკვე დამტკიცებულია. ჯერჯერობით უცნობია გამოსვლის თარიღი.

წყარო: Variety

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com