ახალი ამბები

28 ოქტომბერს თერჯოლასა და სამტრედიაში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება

29 აგვისტო, 2018 • 1551
28 ოქტომბერს თერჯოლასა და სამტრედიაში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება

დღეს, 29 აგვისტოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები 28 ოქტომბერს დანიშნა.

საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული სისტემით არჩევნები ჩატარდება:

  • №49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის №49.18 ძევრის თემში
  • №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქის №54.01.04 სამტრედიის ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში

დღეს, ცესკოს დადგენილების  შესაბამისად, განისაზღვრა თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი