რიგითი, რომელმაც რიონში გადავარდნილი კაცი გადაარჩინა, “გლოკით” დააჯილდოვეს

რიგით გოგა გოგლიჩაძეს, რომელმაც გუშინ მდინარე რიონში გადავარცნილი 60 წლამდე კაცი დახრჩობას გადაარჩინა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი შეხვდნენ.

ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გოგა გოგლიჩიძეს გმირული საქციელისთვის მადლობა გადაუხადეს, წარმატებები უსურვეს და “გლოკის” ტიპის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვეს.

ლევან იზორია რიგით გოგა გოგლიჩიძეს გადასცემს „გლოკით“ იარაღს

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის მეტყვიამფრქვევემ, I კლასის რიგითმა, გოგა გოგლიჩაძემ გუშინ ქუთაისში მდინარეში გადახტომის დროს მამაკაცი ხიდიდან შენიშნა. უცნობი კაცის გადარჩენის მიზნით, ჯარისკაცი წყალში შევიდა და მაშველების მისვლამდე მას დახმარება აღმოუჩინა.

I კლასის რიგითი გოგა გოგლიჩაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის, III ქვეით ბრიგადაში 2017 წლიდან მსახურობს.

ქუთაისში, მდინარე რიონში გადავარდნილი მამაკაცი, მაშველების მისვლამდე ჯარისკაცმა გადაარჩინა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.