სამხედროების ჩხუბის გამო კოჯრის სერჟანტთა აკადემიიდან 5 პირი გაათავისუფლეს

გუშინ, 1 აგვისტოს მომხდარი ჩხუბის გამო, რომლის დროსაც 4 სამხედრო დაიჭრა, კოჯრის სერჟანტთა აკადემიდან 5 პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გათავისუფლებულებს შორის აკადემიის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი, აკადემიის სერჟანტი, საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მეთაური მაიორი, ასეულის მეთაურის მოადგილე უფროსი ლეიტენანტიდა ასეულის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი სერჟანტი არიან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ  საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების სარდლობის ანწუხელიძის სახელობის სერჟანტა აკადემიის, როგორც სამხედრო ქვედანაყოფის დაცვით უზრუნველყოფას არ ახორციელებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი. უწყების განცხადებით სერჟანტთა აკადემიის ტერიტორიის და მასზე განლაგებული ობიექტების დაცვას უზრუნველყოფს სერჟანტთა აკადემიის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეული. შესაბამისად, სამინისტროში აცხადებენ, რომ ობიექტის დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელნი არიან სერჟანტთა აკადემიის შესაბამისი ხელმძღვანელი თანამდებობის პირები.

რაც შეეხება ინციდენტს, თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ  სიტყვიერი შელაპარაკება სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეებს შორის გიორგი ანწუხელიძის სახელობის კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში 1 აგვისტოს საღამოს საათებში მოხდა. სიტყვიერი შელაპარაკება  მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თავდაცის სამიინსტროც ცნობით, ინციდენტის შედეგად შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ინციდენტში მონაწილე ხუთივე სამხედრო მოსამსახურემ.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამ სამხედროს ცივი იარათით მიყენებული ჭრილობები დაუდგინდა ორი კი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავდა:

“ხუთივე მათგანი ინციდენტის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში იქნა მოთავსებული. ხუთივე სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – ვკითხულობთ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში მომხდარს სამხედრო პოლიცია იძიებს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.