ქართველი მოსწავლე ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

პორტუგალიაში, ქ. ლისაბონში, ფიზიკაში მოსწავლეთა  49-ე საერთაშორისო ოლიმპიადა (IPhO) დასრულდა, სადაც  საქართველო მოსწავლეთა ხუთკაციანი ნაკრებით იყო წარმოდგენილი. ასპარეზობაზე  საუკეთესო შედეგი აჩვენა და ვერცხლის მედალი მოიპოვა ზურაბ ჯაშმა (ვეკუას სკოლა).

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ანალოგიურ ოლიმპიადაზე ინდონეზიაში, ზურაბი  ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. საპატიო სიგელები გადაეცათ კომაროველებს – დავით მდინარაძესა და ალექსანდრე მერაბიშვილს.

ქართველი მოსწავლეების შედეგი მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკის სასწავლო  ოლიმპიადა სასკოლო კონკურსებს შორის ყველაზე პრესტიჟულია მსოფლიოში და წელს მასში 80 ქვეყნის 400 მოსწავლე მონაწილეობდა.

სამინისტრო  გამარჯვებულებს და მათ პედაგოგებს გიორგი დალაქიშვილს, გრიგოლ ფერაძეს და დავით ნიშნიანიძეს მიღწეულ წარმატებას ულოცავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი