ახალი ამბები

“პარტიული არჩევნები რომ იყოს, აქ არ ვიქნებოდი” – თაკო ჩარკვიანი ვაშაძის წარდგენაზე

17 ივლისი, 2018 • 2486
“პარტიული არჩევნები რომ იყოს, აქ არ ვიქნებოდი” – თაკო ჩარკვიანი ვაშაძის წარდგენაზე

სამოქალაქო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის ღონისძიება თაკო ჩარკვიანმა გახსნა.

მისი თქმით, არცერთი პარტიის წევრი არ არის და პროცესში ჩართვაც იმიტომ გადაწყვიტა, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩვნები პარტიულ არჩევნებად არ მიაჩნია.

“პარტიული არჩევნები რომ იყოს, მე აქ არ ვიქნებოდი. მე ჩემი პრინციპები მაქვს, მე მგონი, თქვენთვის, ყველასთვის მისაღები. თუმცა ეს არ არის პარტიული არჩევნები. ესაა ინდივიდუალური პიროვნების არჩევა. ვინ უნდა მოსულიყო ჩემს სახლში, რომ მე ამაზე თანხმობა მეთქვა? მე არცერთი პარტიის წევრი ვარ, არ არის ეს ჩემი მოწოდება არანაირად. მაგრამ ძალიან მაწუხებს ჩემი ქვეყანა და მაქვს ერთი რაღაც: ეს რაღაც არის დასავლეთის კურსი.

გრიგოლ ვაშაძეს ზუსტად ის თვისებები აქვს, რის გამოც მე ვეწინააღმდეგებოდი “ნაციონალურ მოძრაობას” და ვღელავდი. არაფერი საღელვებელი აღარ არის. ეს ინსტიტუცია როგორმე უნდა მოხვდეს ოპოზიციონერის ხელში და ისეთი სტაბილური პიროვნების ხელში, ისეთი კეთილშობილი ადამიანის ხელში, რომლის ოჯახშიც კიაფობს საოცარი ბრილიანტი, რომელმაც დიდი შრომის ფასი იცის”, – აღნიშნა მან.

10 პარტიისაგან და საზოგადოებრივი ჯგუფისაგან შემდგარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე დღეს, 17 ივლისს დაასახელა.

მოძრაობამ “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი