ახალი ამბები

ტყიბულში ხვალ საპროტესტო აქცია გაიმართება

17 ივლისი, 2018 • 1638
ტყიბულში ხვალ საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს დილით მინდელის შახტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყიბულის პირველადი პროფკავშირის ხელმძღვანელმა, გაგა ისაკაძემ საპროტესტო აქცია გამართა, თუმცა მას ძალიან ცოტა ადამიანი შეუერთდა, მათ შორის, პროფკავშირის წევრები და მეშახტეები.

როგორც გაგა ისაკაძე ამბობს, სოციალურ ქსელში ხალხის რექციიდან გამომდინარე აქციაზე მეტ ადამიანს ელოდა. ტყიბულის პირველადი პროფკავშირის ხელმძღვანელმა ხვალ, 11:00 საათზე მინდელის სახელობის შახტთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია დააანონსა და იმედი გამოთქვა, რომ გაცილებით უფრო მეტი ხალხი გამოთქვამს სოლიდარობას.


16 ივლისს მინდელის სახელობის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” თქვა, რომ მზად არის, კომპანია “საქნახშირი” სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ბოლო ტრაგიკული შემთხვევა 2018 წლის 5 აპრილსაც მოხდა, რა დროსაც 6 მუშა დაიღუპა. აღნიშნული შახტი “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი), არა-აღმასრულებელი დირექტორი- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი – ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში- ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი- ჯამბულ ჯაყელი.

ამავე შახტში 2017 წელს 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან ოთხი ლიფტის ჩავარდნას ემსხვერპლა.

დოლაბერიძე: შახტის დახურვა ტყიბულისა და მისი შემოგარენისთვის კატასტროფა იქნება

მასალების გადაბეჭდვის წესი