ახალი ამბები

შსს: ჩვენი თანამშრომლები მობილიზებული არიან “ოცნების” ოფისთან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს

22 აპრილი, 2024 •
შსს: ჩვენი თანამშრომლები მობილიზებული არიან “ოცნების” ოფისთან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უწყების თანამშრომლები მობილიზებული არიან “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

„მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ახალგაზრდების ორგანიზებული აქციის გამო “ქართული ოცნების” ოფისთან ასასვლელი ქუჩა პოლიციამ გადაკეტა. აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან პარლამენტიდან გადაინაცვლეს. ისინი რუსულ კანონს აპროტესტებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი