ფოტო ▶ პატრულის მანქანა მიხეილ მესხის სტადიონის კიბეებზე ჩაგორდა

ცოტა ხნის წინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის კიბეებზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომობილი ჩაგორდა. ფოტო ნეტგაზეთს თვითმხილველმა მიაწოდა.

დღეს, 12 ივლისს, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისში, საჩხერის ჩიხურა იერუსალიმის ბეითარს ეთამაშებოდა. შეხვედრა ფრედ დასრულდა.

სამართალდამცველები საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებდნენ.

პატრულის მანქანა მიხეილ მესხის სტადიონის კიბეებზე ჩაგორდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.