ახალი ამბები

ამოღებულია 4 290 კოლოფი უაქციზო სიგარეტი – საგამოძიებო სამსახური

6 ივლისი, 2018 • 1899
ამოღებულია 4 290 კოლოფი უაქციზო სიგარეტი – საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ თბილისში, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

უწყების თქმით, ბრალდებულები რეალიზაციის მიზნით ე.წ. ელექტროსიგარეტისთვის განკუთვნილი „HEETS”-ის და „PARLIAMENT“- ის ფირმის თამბაქოს ნაწარმის ინახავდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია, ჯამში, 4 290 კოლოფი უაქციზო
სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 23 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებას, შენახვას, რეალიზაციას ან გადაზიდვას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი