ახალი ამბები

მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის საქმის მოსმენა 31 იანვარს განახლდება

30 იანვარი, 2014 • • 1398
მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის საქმის მოსმენა 31 იანვარს განახლდება

დღევანდელ სხდომაზე ვანო მერაბიშვილი, სამცხე–ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი ივანე წიკლაური  და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი სულხან სიბაშვილი დაიკითხნენ. 

 

როგორც პროკურორი ნათია სონღულაშვილი ამბობს, ყოფილმა გუბერნატორებმა დაადასტურეს, რომ მათ არანაირი კონტრლი არ განუხორციელებიათ დასაქმების პროგრამაზე:

 

“ყოფილმა გუბერნატორებმა დაადასტურეს, რომ მათ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში არანაირი კონტროლი დასაქმებულ პირებთან არ განუხორციელებით. თუმცა მათ მიიღეს მონაწილეობა ამ პირების შერჩევაში. უფრო მეტი, ივანე წიკლაურის გუბერნიაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ხელმძღვანელები ჩართული იყვნენ პარტიის საქმინობაში.”

 

ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ამბობს, რომ ყოფილ გუბერნატორებს ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალეულობაზე არაფერი უთქვამთ:

 

“ყოფილ გუბერნატორებს არაფერი უთქვამთ მათ ბრალეულობაზე. მათ უბრალოდ დაადასტურეს, რომ არსებობდა დადგენილება, რომელიც გადაეგზავნათ, რომ ვალდებულები იყვნენ შეესრულებინათ. ასევე მიმართეს თვითმმასრთველ ორგანოებს, რომ დახმარებოდნენ სოციალური აგენტების შერჩევაში. გუბერნატორებმა ასევე დაადასტურეს, რომ თვითნ იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ეს არავის დაუმალავს.  ბრალეულობაზე სიტყვა არავის უთქვამს.” 

 

გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ხვალ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. დაიკითხებიან შაშკინი, ბალავაძე და ხეთაგური. 

 

სასამართლო სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 31 იანვარს, 12 საათზე განახლდება. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი