ახალი ამბები

“ალბატროსში” ნარკოტიკის შესაძლო კუტივირებაზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო

30 ივნისი, 2018 • 2018
“ალბატროსში” ნარკოტიკის შესაძლო კუტივირებაზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ შპს “ალბატროსის” შენობის სხვენში ნარკოტიკული საშუალება ინახებდა. შსს-ში აცხადებენ, რომ მოქალაქის მიმართვიდან რამდენიმე საათში  კომპანიაში საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

კომპანიის იურისტი იასონ ბესელია კომპანიაში სამართალდამცავების შესვლას პროვოკაციად აფასებს. იასონ ბესელიას თქმით, ეს შესაძლოა ყოფილი თანამშრომლის შურისძიებაც იყოს. იურისტი აცხადებს, ყოფილ თანამშრომელთან დაკავშირებულმა პირმა, ოფისში მარიხუანა მიიტანა და გზარდა. “მათ შაბათი დღეს შეარჩიეს და პოლიციას შეატყობინეს,”-აცხადებს  იასონ ბესელია.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი