უამინდობის გამო გომბორზე მოძრაობა შეიზღუდა

ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში გამუცხადეს.

უწყების ცნობით, კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით ისარგებლებენ. გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანით გადაადგილება კი ამინდის გაუმჯობესებისთანავე აღდგება.

ამჟამად, ადგილზე ვითარებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან