ახალი ამბები

სურამში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

17 ივნისი, 2018 • 1668
სურამში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაბა სურამში, 1970 წელს დაბადებული კ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 მაისს დაბა სურამში, არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1959 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, კ.ტ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

როგორც შსს აცხადებს, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. შემთხვევის ადგილიდან, ასევე, ამოღებულია გასროლილი ტყვიის მასრაც.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი