ახალი ამბები

ომბუდსმენი – კარვების დაშლა გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციული ჩარევა იყო

11 ივნისი, 2018 • 1979
ომბუდსმენი – კარვების დაშლა გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციული ჩარევა იყო

ომბუდსმენი ნინო ლომჯარია გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად აფასებს დღეს, 11 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციის მიერ კარვების დაშლას.  ნინო ლომჯარია Facebook-ზე წერს, რომ შსს-მ ყველა დაკავებულის შესახებ ინფორმაცია უნდა გაავრცელოს.

“ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები, რთულია ყველაფრის შეფასება, მაგრამ ამ დროისთვის მიგვაჩნია, რომ კარვების დაშლა იყო არაპროპორციული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში; შსს-მ უნდა გამოაქვეყნოს ყველა დაკავებული პირის შესახებ ინფორმაცია, ვინ და რა მუხლითაა დაკავებული, სათითაოდ ვარკვევთ და სრული სურათი არ გვაქვს; ყველას შეუძლია მოგვმართოს მათი დაკავების კანონიერების შესასწავლად; სასამართლოს სამზარეულოში მომხდარ ინციდენტზე უნდა დაიწყოს საქმის შესწავლა, მოწმეთა ჩვენებებზე და არსებულ ვიდეომასალებზე დაყრდნობით, უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა,”-წერს ომბუდსმენი.

პარლამენტის წინ მიმდინარე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაჩვილის მხარდამჭერ აქციაზე პარლამენტის წევრი ნიკა მელია და სხვა დემონსტრანტები დააკავეს. “ნეტგაზეთი” შსს-ს დაუკავშირდა და დაკავებულთა შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე ველით.

მასალების გადაბეჭდვის წესი