ნიკა მელია და სხვა დემონსტრანტები შსს-მ დააკავა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პარლამენტის წევრი ნიკა მელია და სხვა დემონსტრანტები დააკავეს. აქციაზე სიტუაცია რამდენიმე წუთის წინ დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ზაზა სარალიძე, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის დათო სარალიძის მამაა.

დღეს პოლიციელებმა დემონსტრანტების კარვები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადაიტანეს. ტროტუარზე და კარვებში პოლიციელები განთავსდნენ და აქციის წევრებს, მათ შორის ნიკა მელიასაც არ უშვებდნენ. დაკავებების შემდეგ პოლიციამ აქციის მონაწილეების კარვები დაშალა და გაურკვეველი მიმართლებით წაიღო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com