ჰავაიზე მე-20 დღეა ვულკანი იფრქვევა [ვიდეო]

ჰავაიზე უკვე მეოცე დღეა კილაუას ვულკანი იფრქვევა. ვულკანმა ჰავაიზე პირველად 3 მაისს იფეთქა, 4 მაისს კი ამოფრქვევის პარალელურად 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაც მოხდა.

CNN-ის ცნობით ამოფრქვეულმა ლავამ უკვე წყნარ ოკეანემდე მიაღწია.

CNN-ის ცნობით, ამერიკის გეოლოგიური კვლევის თანახმად, ეს არიდ ჰავაის კუნძულზე 1975 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი მიწისძვრა. ვულკანის ამოფრქვევის და მიწისძვრის გამო ადგილიდან თავდაპირველად 1 700 ადამიანის ევაკუაცია გახდა აუცილებელი. “როიტერის” ცნობით კი, ბოლო 2 დღეში 2 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ჰაერში გოგირდის დიოქსიდის მაღალი შემცველობაა, რაც მომწამვლელი ნივთიერებებისა და დაავადაბათა რეესტრის ცნობით, შეიძლება, სიცოცხლისთვის საშიში გახდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com