კანარის კუნძულებიდან ერთ-ერთზე – ლას-პალმასზე – ვულკანი ამოიფრქვა. ევაკურირებულია, დაახლოებით, 5 000 ადამიანი.
Reuters ესპანეთის ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ ეტაპისთვის გარდაცვლილების შესახებ ცნობები არ ვრცელდება. გამოცემა ასევე აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ამოფრქვევის შედეგად დაზიანდა სახლები.
LIVE: Volcano erupts on La Palma in the Canary Islands https://t.co/OFlTKfiJly
— Reuters (@Reuters) September 19, 2021
როგორც BBC იუწყება, აღნიშნული ვულკანი ბოლო 50 წლის წინ ამოიფრქვა. ამავე კუნძულზე 80 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მათკენ ლავა ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიძრა.