ტონგას სამეფოში, წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ტონგას კუნძულებთან, წყალქვეშა ვულკანი ამოიფრქვა.
ექსპერტების თანახმად, ბოლო 30 წლის განმავლობაში, პლანეტის მასშტაბით, ეს არის ვულკანის ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა.
კოსმოსიდან გადაღებული ფოტოები უჩვენებს, რომ ფერფლის, გაზისა და ორთქლის უზარმაზარი გროვა ატმოსფეროში 20 კილომეტრამდე სიმაღლეზე ამოიფრქვა.
ვულკანმა და მას მოყოლილმა ცუნამიმ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ტონგას მთავარ კუნძულს, ტონგატაპუს, და მის დასავლეთ სანაპიროს.
ცუნამის ტალღებმა მიაღწია შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროს, პერუს, ახალ ზელანდიასა და იაპონიასაც.
CNN-ის თანახმად, პერუში, მაღალი ტალღების ძალასთან შეჯახების შემდეგ, სულ მცირე, ორი ადამიანი გარდაიცვალა.
ვულკანის სახელწოდებაა ჰუნგა-ტონგა-ჰუნგა-ჰა’აპაი, რომელიც წლების განმავლობაში რეგულარულად იფრქვეოდა ხოლმე.
ჰუმანიტარული ორგანიზაციები შეშფოთებულნი არიან ამოფრქვევის შედეგად ჰაერისა და წყლის დაბინძურებით.