22 წლის ქართველმა უსინათლოებისთვის მაჯის საათი შექმნა [ვიდეო]

ნიკოლოზ სიხარულიძე 22 წლის სტუდენტია. ის თანამედროვე ტექნოლოგიებითაა დაინტერესებული. მისი მთავარი მიზანია საკუთარი ცოდნით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება.

ნიკოლოზი ინოვაციური იდეების ლაბორატორიაში მუშაობს. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, მას სურს შექმნას ისეთი რამ, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ცხოვრებას გაუადვილებს. მან მხედველობის არმქონე ადამიანებისთვის საათი შექმნა.

იგი გვიყვება, რომ თუკი უსინათლი დაიკარგება, მას შეუძლია საათის სპეციალურ ღილაკზე ხელის დაჭერით ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კოორდინატები გააგებინოს. ნიკოლოზს სურს, რომ ისწავლოს ისეთი რამ, რაც სხვების ცხოვრებას გააიოლებს.

წყარო: ეს ნაწარმოები ეკატერინე მამამთავრიშვილისა და დავით ჯიბუტის ავტორობით (ინტერნეტ მედია jrc) პროექტიდან “იყო 20 წლის” მხარდაჭერილია OPEN Media Hub-ის მიერ ევროკავშირის ფონდებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com