ახალი ამბები

პოლონეთში, მაგისტრალზე 12 ტონა თხევადი შოკოლადი დაიღვარა

9 მაისი, 2018 • 32686
პოლონეთში, მაგისტრალზე 12 ტონა თხევადი შოკოლადი დაიღვარა

პოლონეთის ქალაქ პოზნანიდან დედაქალაქ ვარშავისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი ჩაკეტილია, რის გამოც მრავალკილომეტრიანი საცობი წარმოიქმნა. მიზეზი გახდა სატვირთო ავტომობილის გადაბრუნება, რომელსაც 12 ტონა თხევადი შოკოლადი გადაჰქონდა. შემთხვევა დღეს, 9 მაისს მოხდა.

ადგილზე გადაღებული ფოტო-ვიდეომასალიდან ჩანს, რომ შოკოლადი ავტომაგისტრალის ორივე ზოლზეა დაღვრილი. პოლონური მედიის ცნობით, შოკოლადი ერთ-ერთ ადგილობრივ შოკოლადის ქარხანას ეკუთვნის.

პოლონეთში 12 ტონა თხევადი შოკოლადი დაიღვარა 09.05.18 ფოტო: EPA

სამართალდამცველები და სხვა შესაბამისი უწყებები მაგისტრალის შოკოლადისგან გასუფთავებას ამ დრომდე ცდილობენ და სანამ გზა სრულად არ გასუფთავდება, მოძრაობა არ გაიხსნება. შოკოლადით დასვრილ გზაზე ავტომობილით გადაადგილება მოყინულ გზაზე გადაადგილების მსგავს საფრთხეს შეიცავს.

მსუბუქი დაზიანება მიიღო სატვირთოს მძღოლმა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი