პოლიციამ 7 მაისს დაკარგული არასრულწლოვანი იპოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 წლის მოზარდი, რომელსაც ორი დღეა ეძებდნენ, იპოვეს. უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვანი თავს კარგად გრძნობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებს.

შსს პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით არ ასაჯაროებს, თუ სად იპოვეს არასრულწლოვანი და მასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს.

არასრულწლოვნის ოჯახის განცხადებით, ბავშვი 7 მაისს, დილით, სკოლაში წავიდა, თუმცა არ მისულა, რის შემდეგაც ეძებდნენ. შსს-მ საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი