ირაკლი რუხაძე ადასტურებს, რომ ტელეკომპანია “იმედის” შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

“ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე “ტელეიმედის” 100-იანი წილის შესყიდვასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ირაკლი რუხაძემ BMG-ის განუცხადა, ტელეკომპანიის შესყიდვასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

“შეთანხმება “იმედის” ყიდვაზე მიღწეული რომ ყოფილიყო, კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში უნდა მივსულიყავი და განმეცხადებინა.  ეს ყველაფერი რომ მოხდება, მერე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ შეთანხმება მიღწეულია,”-აცხადებს ირაკლი რუხაძე.

ინფორმაცია, რომ “ტელეიმედის” 100%-იანი წილის მფლობელი ირაკლი რუხაძე იქნება, “ბიზნეს მედია  საქართველომ” გაავრცელა. როგორც bm.ge წერს, HunnewellPartners-ის (ჰანიველ პარტნერსი) მმართველ პარტნიორს, ირაკლი რუხაძესა და ინა გუდავაძეს შორის ტელეკომპანია იმედისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ნასყიდობაზე მოლაპარაკება დასრულდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.