ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დემონსტრანტებმა სომხეთიდან საქართველოსკენ და აეროპორტისკენ მიმავალი გზები გადაკეტეს

2 მაისი, 2018 • 2751
დემონსტრანტებმა სომხეთიდან საქართველოსკენ და აეროპორტისკენ მიმავალი გზები გადაკეტეს

აქციის მონაწილეებმა სომხეთში სხვადასხვა ცენტრალური გზა გადაკეტეს, მათ შორის, საქართველოში და აეროპორტისკენ მიმავალი გზები.

გარდა ამისა, გადაკეტილია ერევანი-სპიტაკის მაგისტრალი. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბლოკირებულია შემოვლითი გზები, ხიდები.

დღეს დილიდან თანამშრომლების გაფიცვის გამო ერევნის მეტროც არ მუშაობს.

1 მაისს სომხეთის ეროვნული კრებაში [პარლამენტი] პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანის დანიშვნას მხარი არ დაუჭირეს ყველაზე მეტი [58] მანდატის მქონე, სახელისუფლებო რესპუბლიკურმა პარტიის დეპუტატებმა. შესაბამისად, სომხეთში აქციები განახლდა.

ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი