ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კონცეფცია მოამზადა

18 ნოემბერი, 2013 • • 998
საპარლამენტო კომიტეტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კონცეფცია მოამზადა

დადგენილების განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი მიღების მიზეზი საზოგადოებაში ერთ-ერთ მაღალი სტიგმის შემცველი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შექმნაა, რომელიც მომავალში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების შეჯერებულ, ამ სფეროს განვითარების ხედვას უახლოესი 10 წლის მანძილზე.

 

დადგენილების მიღების მიზანია, დაეხმაროს ყველა დაინტრესებულ მხარეს, საჭიროებების, საკუთარი შესაძლებლობებისა დ ინტერესების შესაბამისად იპოვოს ადგილი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს მის განვითარებასა და ფუნქციონირებაში.

 

„წარმოდგენილი დადგენილების პროექტით მისაღები დოკუმენტი მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავებულ, ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების ზოგად პრინციპებსა და ხედვას,“ – აღნიშნულია განამრტებით ბარათში.

 

დადგენილება მოიცავს შესავალ ნაწილს, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს ამოსავალი პრინციპებსა და ფასეულობებს, არსებული მდგომარეობის შეფასებას, მომავლის ხედვას, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებს, ფსიქიკური ჯანმრთელობის ფუნქციურ მოწყობას, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს განვითარების ძირითად მიმართულებებსა და ამ სფეროს განვითარებისთვის აუცილებელ რესურსებს. დოკუმენტი მოიცავს სფეროს განვითარების ზოგად ხედვას უახლოესი წლების მანძილზე.

 

ამასთან, დადგენილების მეორე პუნქტის თანახმად, „ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელწმიფო კონცეფციის“ პრინციპების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა ვალდებულია 2015 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს სახელმწიფო სამოქმედო სტრატეგიული გეგმა, რაც დადგენილების ავტორების აზრით, უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ამ დარგის თანამედროვე სტანდარტებით განვითარებისათვის.

 

წარმოდგენილი დადგენილების მომზადებაში მონაწილეობა  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან არსებულმა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში მრჩეველთა საბჭომ; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სათათბირო ორგანომ- ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის განმსაზღვრელმა საბჭომ, ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველომ“, ასევე დამოუკიდებელმა ექსპერტებმა მიიღეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი