28 აპრილს გამართულ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, 25 საარჩევნო უბნის მონაცემით, “ქართული ოცნების” კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ლიდერობს.
თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მოაგროვებს თუ არა ის გამარჯვებისთვის საჭირო ხმებს – ანუ არჩევნებზე მისული ამორმჩევლის 50% -ზე მეტის მხარდაჭერას.
ცესკო აგრძელებს უბნებიდან მიღებული ოქმების გამოქვეყნებას და “ნეტგაზეთი” წინასაწარ მონაცემებს შემოგთავაზებთ, ასევე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ ცესკოს პრესკონფერენციას.
#54 მაჟორიტარულ ოლქში სულ 6 კანდიდატია რეგისტრირებული:
- გიორგი უგულავა, #2 – „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო”
- გიორგი ლილუაშვილი, #17 – „საქართველო”
- ზურაბ ქართველიშვილი, # 21 – „ტრადიციონალისტები”
- მამუკა ტუსკაძე, # 23 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები”
- გივი ჭიჭინაძე, # 41 -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”
- ვასილ კოპალიანი, # 42 – საინიციატივო ჯგუფი – . სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟაკოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა.
- დღეს, 28 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა #54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში [ვანი და ხონი];
- 60 საარჩევნო უბანზე, სადაც სულ 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ამომრჩევლების 57.9 % მივიდა.
- პარლამენტის მაჟორიტარობისთვის ამ საარჩევნო ოლქში სულ 6 კანდიდატი იბრძოდა.
- არჩევნების მიმდინარეობისას დარღვევებზე სულ 5 საჩივარი შევიდა საარჩევნო ადმინისტრაციაში.
- საიამ განაცხადა, რომ გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა შეყვანა შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს;
- შუალედური არჩვენები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ამ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გახდა და დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
- ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ათმა ოპოზიციურმა პარტიამ.