ახალი ამბები

ვაშაძის შტაბი სამტრედიაში საკრებულოს შუალედურ არჩევნებს იგებს

29 ოქტომბერი, 2018 • 1776
ვაშაძის შტაბი სამტრედიაში საკრებულოს შუალედურ არჩევნებს იგებს

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში თერჯოლაში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა, სამტრედიაში – გაერთიანებული ოპოზიციის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თერჯოლის მაჟორიტარულ ოლქში “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა რეზო გრძელიშვილმა ხმათა 14,95% მიიღო, გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” კანდიდატმა ნონა კვახაძემ – 33,9%, “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატმა ბესიკ ტაბატაძემ – 0,61%, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი ბარათაშვილმა კი – 50,55%.

რაც შეეხება სამტრედიის მაჟორიტარულ ოლქს, აქ ხმათა 46,87% “ძალა ერთობაშიას” კანდიდატმა აკაკი მინაშვილმა მიიღო, 4,33% – “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატმა ზაზა ნიკოლეიშვილმა, 40,65% – “ქართული ოცნების” კანდიდატმა რამაზ რუხაძემ, ხოლო  8,15% -საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა მალხაზ ნოდიამ.

თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური მაჟორიტარული არჩევნები 6 საარჩევნო უბანზე, სადაც, ჯამში, რეგისტრირებულია 7 925 ამომრჩეველი, 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად გაიმართა .

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი